вторник, 18 февраля 2014 г.

.პროექტის სახელწოდება:,,ჩემი სოფლის ეტიმოლოგია’’
პროექტის მთავარი იდეა(თემა) მოსწავლეებს მოკლედ გავესაუბრები ჩვენი სოფლის ისტორიული წარსულის შესახებ.
პროექტის აქტუალობა: სოფლის  მკვიდრი უნდა იცნობდეს სოფლის რელიეფს და სოფელში შემავალი სხვადასხვა კუთხეების ისტორიას. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ საკუთარი დამოკიდებულება სოფლის მიმართ.
პროექტის მიზნები: კლევის,კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება; მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გამოიკვლევენ სოფლის  სხვადასხვა კუთხეების შესახებ ინფორმავციას.
მონაწილეთა ასაკი:15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:I სემესტრი;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება პრეზენტაციის ფაილები, ელ. ჟურნალი ,,ჩემი სოფლის ეტიმოლოგია“, ანგარიში და ბლოგი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის  გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეთა ერთ ნაწილს  დაევალება გაესაუბრონ სოფ
ლის ხანდაზმულ ებს და მშრომელებს, მეორე ნაწილს - ხელმძღვანელობას. მოსწავლეები  შეაგროვებენ ინფორმაციას სოფლის და მისი კუთხეების სახელწოდების შესახებ, შრომითი საქმიანობის შესახებ,მოსახლეობის სტატისტიკისა და გამორჩეული ადამიანების ისტორიის შესახებ.
შემდეგ მოსწავლეები შექმნიან საპრეზენტაციო ფაილებს; მომზადდება დასკვნები. დაიწყებენ ელ. ჟურნლის ,,ჩეემი სოფლის ეტიმოლოგიის“ რედაქტირებას. შეიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია სკოლის საზოგადოების წინაშე. მოსწავლეები მათ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში. პროექტის დასასრულს მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; ისტ, ქართული ენა და ლიტერატურა;
პროექტის ხელმზღვანელი(მასწავლებელი);ჟუჟუნა ახვლედიანი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;jaxvlediani@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;